სს „ლიბერთი კონსუმერის” ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „ლიბერთი კონსუმერის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „ლიბერთი კონსუმერის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადადგომისა და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დამტკიცდეს „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის – ბ-ნ ავთანდილ ნამიჩეიშვილის (პ/ნ: 01026007516) და „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და წევრის – ქ-ნ ეკატერინა შავგულიძის (პ/ნ: 20001008227) დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა და „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების თანამდებობაზე დაინიშნონ ბ-ნ ლევან დადიანი (პ/ნ: 01022005562, მცხოვრები: მუხრანის ქუჩა, პირველი შესახვევი №14) და ბ-ნ ზურაბ ნემსაძე (პ/ნ: 01015015850, მცხოვრები: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი №25).
2. უფლებამოსილება მიენიჭოს მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743) და/ან ნინო დუნდუას (პ/ნ: 42001038929), რათა მათ ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელონ წინამდებარე გადაწყვეტილების, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების თანამდებობაზე დანიშვნის რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით და ამ მიზნით, ხელი მოაწერონ ნებისმიერ და ყველა განცხადებას და დოკუმენტს და განახორციელონ ნებისმიერი მოქმედება.
სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის
მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი.