„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:
„25. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გატარებისა და გაწმენდისათვის.“.
2. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.“;
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება.“.
3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის დადგენილ ნორმამდე გაწმენდა;“.
4. 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების დაცვა;“.
5. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ვ“ ქვეპუნქტი:
„ჰ.ვ) „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2018 წლის 10 აგვისტომდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 29 ივნისი 2018 წ. N2755-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 2. ტერმინების განმარტებანი
- მუხლი 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა
- მუხლი 18. იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე
- მუხლი 85. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
- მუხლი 93. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2755-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 400000000.05.001.019043.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2755-IIს, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.019043 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4243125/