1.  სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებს, რომლებითაც განისაზღვრება:

ა) თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი;

ბ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულება;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმა;

დ) ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესი.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების შესამუშავებლად სამინისტროს ინიციატივით შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი.

2. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის მოთხოვნებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალს და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს;

ბ) ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესს;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესს;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა;

ე) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესს;

ვ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესს;

ზ) ტექნიკურ რეგლამენტს − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესს;

თ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

თავი IX

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წე