📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
matsne.gov.ge 1,679 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სასტუმროები
2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, სასწრაფო
3 საავადმყოფო
4 სტომატოლოგიური კაბინეტები
5 სასურსათო, სამრეწველო საქონლის,  შერეული საქონლის მაღაზიები, ჯიხურები, ახალი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საბითუმო მაღაზია
6 აგრალური, შერეული საქონლის, ფრინველის ბაზრობა
7 ბენზინგასამართი სადგურები
8 ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები, ავტო სამრეცხაოები
9 სადალაქოები, სილამაზის სალონები
10 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის  შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
11 სასადილოები, კაფეები, ბარები
12 საბითუმო ბაზრობა
13 საცხობები, სწრაფი კვება
14 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მომდინარეობს საწარმოო პროცესი
15 სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები ინსტიტუტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 03.04.2018 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2023 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.12.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.01.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 27.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №59 2018 წლის 27 ივლისი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი,  მე-2 და მე-6 პუნქტების, 12​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: 1. ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით თვეში, ხოლო ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა გათავისუფლდნენ გადასახადისაგან. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 2. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის განაკვეთი  განისაზღვროს დანართი №2-ის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 საყოფაცხოვრები ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების ხარჯები დაიფაროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 31 ივლისის  №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 210020010.35.125.016168,  05/08/2015). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი №1 ტყიბულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომაქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესებას, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში-მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. 5. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსახლებისა და იმ ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და/ან საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 6. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ქ.ტყიბულის  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსოში. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე: 300273189 (დასუფთავების მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის) ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. 8. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულება  წარმოიქმნება  ნარჩენის  წარმომქმნელი ყველა პირისათვის ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში. 2. მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულებისაგან  გათავისუფლებულია  ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში,  იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. არ დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით. 5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და შესაბამისად, არ წარმოქმნის ნარჩენებს. აღნიშნულის თაობაზე იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე, მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან, აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია, რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, აცნობოს შესაბამის სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების, ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ გაცემული ცნობა და ა.შ). 3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე, ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე. 4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობისა და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მთელ პერიოდზე. 6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება შესაბამისი სამსახურის შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 8. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირს/პირებს, დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა  მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ეკისრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის № საქმიანობა ზომის ერთეული მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი) ტერიტორიული ზონები I II III 1 სასტუმროები ერთი საწოლი 1 1 1 2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, სასწრაფო საერთო ფართის 1მ ​2 0.2 0.15 0.15 3 საავადმყოფო ერთი საწოლი 5 5 5 4 სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1მ ​2 0.2 0.15 0.10 5 სასურსათო, სამრეწველო საქონლის,  შერეული საქონლის მაღაზიები, ჯიხურები, ახალი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საბითუმო მაღაზია სამუშაო ფართი 1მ ​2 0.3 0.25 0.15 6 აგრალური, შერეული საქონლის, ფრინველის ბაზრობა ერთი ადგილი 1 0.9 0.8 საერთო ფართის 1მ ​2 0.02 0.01 0.09 7 ბენზინგასამართი სადგურები საერთო ფართის 1მ​2 0.1 0.1 0.09 8 ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები, ავტო სამრეცხაოები ღია საერთო ფართის 1მ ​2 0.2          0.1 0.09 დახურული საერთო ფართის 1მ ​2 0.3 0.2 0.1 9 სადალაქოები, სილამაზის სალონები საერთო ფართის 1მ ​2 0.3 0.2 0.09 10 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის  შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1მ ​2 0.15 0.1 0.1 11 სასადილოები, კაფეები, ბარები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.3 0.2 0.1 12 საბითუმო ბაზრობა საერთო ფართი 1მ ​2 0.1 0.09 0.08 13 საცხობები, სწრაფი კვება საერთო ფართის 1მ ​2           0.2 0.1 0.09 14 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მომდინარეობს საწარმოო პროცესი ერთი ბუნკერი 70 70 70 15 სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები ინსტიტუტი 1 მოსწავლეზე 0.07 0.06 0.05 16 სარიტუალო დარბაზი დასაჯდომი სკამების მიხედვით 0.15 0.1       0.07 საერთო ფართის 1მ ​2 0.1 0.07       0.05 17 აფთიაქები საერთო ფართის 1მ ​2 0.5 0.4 0.3 18 რესტორნები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.5 0.4 0.3 19 საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური სააგენტო, სოფლის მეურნეობის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრი, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი, პოლიცია, სახანძრო-სამაშველო განყოფილება და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საერთო ფართის 1მ ​2 0.05 0.04 0.03 20 შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტები საერთო ფართის 1მ ​2 ​ დახურული ფართი 1მ ​2 0.2 0.15 0.10 ღია ფართი 1მ ​2 0.15 0.15 0.15 21 აბანოები, საუნები საერთო ფართი 1მ ​2 ​ 0.15 0.10 0.10 22 სათბურები, ფერმები ღია ფართის 1 მ​2 0.008 0.005 0.005 დახურული ფართის 1 მ​2 ​ 0.05 0.03 0.02 23 რკინიგზის სადგური ღია ფართის 1 მ​2 0.005 0.005 0.005 დახურული ფართის 1 მ​2 ​ 0.1 0.1 0.1 24              საწყობები საერთო ფართის 1მ​2 0.07 0.05 0.04 25       ავტოსადგომი       ავტოსადგური საერთო ფართის 1მ​2 0.05 0.05 0.04 26 ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო დაწესებულება, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, საფოსტო ობიექტები საერთო ფართი 1მ ​2 0.3 0.2 0.1 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: მ­ = გXრ მ = ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) გ = მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ = ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).