„თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2018 წლის 27 ივლისი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს საპატიო წოდების სიგელის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №20 დადგენილება (გამოქვეყნების თარიღი: 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016171).
მუხლი 4🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების საფუძველსა და განხილვის წესს.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს:
ა) „წლის თიანელი“;
ბ) „თიანეთის საპატიო მოქალაქე“.
3. თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შესაძლებლია მიენიჭოს, როგორც წესი, თიანეთობაზე ან სხვა დღესასწაულზე საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საკუთარი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სპორტული ან/და სხვა საქმიანობით/მოღვაწეობით:
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს თიანეთის მუნიციპალიტეტისა ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში;
გ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული/სამშენებლო, სოცილური და სხვა პროგრამები;
დ) პროფესიული ან სპორტული წარმატებით სახელი გაუთქვა ქვეყანასა და თიანეთის მუნიციპალიტეტს;
ე) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსახლეობის განათლებასა და სულიერ განვითარებაში;
4. „წლის თიანელის“ საპატიო წოდების მინიჭება ხორციელდება წლის ბოლოს, მიმდინარე წელს მოპოვებული დამსახურებისთვის, ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
5. ჯილდოს გადაცემა ხორციელდება როგორც საპატიო წოდების მინიჭებასთან ერთად, ისე მის გარეშე. ჯილდოს სახეობად განისაზღვროს: თემატური სუვენირი, თემატური წიგნი, კულტურული ნამუშევრები, სხვა ფასიანი საჩუქრები.
6. საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია განსაკუთრებული დამსახურებისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება განხორციელდეს გარდაცვალების შემდგომ.
მუხლი 2🔗. საპატიო წოდების მინიჭების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მინიჭებაზე კანდიდატის წამოყენების ინიციატივა აქვს:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ან ფრაქციას;
გ) თიანეთში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და შემოქმედებით კავშირებს;
დ) თიანეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 1/2.
2. საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი საინიციატივო მიმართვა უნდა მოიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო წოდებაზე წარდგენის საფუძვლები. მიმართვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით.
3. საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენის ინიციატივას შესაძლებელია აგრეთვე დაერთოს:
ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;
ბ) კომპეტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;
გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა;
დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის, ფოტოსურათის (3X4) და წერილობითი თანხმობა.
მუხლი 3🔗. საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი
1. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე საკრებულოს წევრები.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის ბრძანებით განსაზღვრული პირი. ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს ჯგუფის ხელმძღვანელს.
3. ინიციატივების განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც გამოსცემს ბრძანებას. ამის შემდგომ, კანდიდატს წარადგენენ საპატიო წოდებაზე, საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდებას ანიჭებს თიანეთის მუნციპალიტეტის მერი. საპატიო წოდების მინიჭების დროს ხდება სიგელის გადაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს თიანეთის მუნციპალიტეტის საკრებულო. სიგელში აღინიშნება საპატიო წოდების სახე, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოკლე დასაბუთება (დამსახურება/მიღწევები). სიგელზე დატანებულ უნდა იქნას თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მცირე სახელმწიფო გერბი. სიგელს ხელს აწერს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი.
4. თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შემთხვევაში, შესაძლებელია, პიროვნებას გადაეცეს სამკერდე ნიშანი.
5. სიგელის ფორმის დამზადებას, ჯილდოს სახეობების შეძენასა და სამკერდე ნიშანის დამზადებას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია.
6. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებასა და შენახვას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 4🔗. საპატიო წოდების ჩამორთმევა
1. პირს შესაძლებელია ჩამოერთვას თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შემდეგ შემთხვევებში, თუ:
ა) პირმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფოს ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება;
გ) ჩაიდინა ისეთი საქციელი, რამაც გამოიწვია სხვისი ღირსებისა და პატივის მნიშვნელოვანი ხელყოფა;
დ) პიროვნებას სურვილი აქვს საკუთარი ნებით უარი თქვას საპატიო წოდებაზე, ასეთ შემთხვევაში წერილობითი განაცხადი წარედგინება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევა ხორციელდება სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის შემდგომ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
წესი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ სიგელის ფორმა
თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
თიანეთის საპატიო მოქალაქე
სიგელი
თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის,
----------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ------- წლის -------- რიცხვის №----- ბრძანება, მიენიჭა
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“
წოდება
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური