თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2018 წლის 30 ივლისი ქ.თელავი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი:
„მუხლი181. მერის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა
1. მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშის განხილვისას უპასუხოს ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს სპეციალური ფორმის შესაბამისად, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცების მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. მერის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე, ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 7 დღისა.
4. მერის წლიური ანგარიშის მოსმენა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან სხვა საჯარო სივრცეში, ან მასმედიის ელექტრონული საშუალებებით (მაგ.: სატელევიზიო ეთერში ინტერაქტიული უკუკავშირის უზრუნველყოფით).
5. მერიაში ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მერის ანგარიშის წერილობითი ტექსტი, ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს მერის ანგარიშის საჯარო განხილვას.
7. წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩეველს უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები, წარადგინოს წინადადებები და შეაფასოს მერის საქმიანობა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.07.2018. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016435.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №57, 30.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016435 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4279853/