„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.154.016569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2025 წლის 4 აგვისტო

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში  (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24.01.2025 წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016560) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი.

„24. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისათვის შპს „ფენიქს ცენტრის“ მიერ გაწეული ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების დაფინანსება“.

2. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი.

„მუხლი 251.   თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისათვის შპს „ფენიქს ცენტრის“ მიერ გაწეული ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების დაფინანსება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვები (18 წლამდე)  ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური მომსახურების დაფინანსებით ყოველთვიურად ისარგებლებენ თვეში არაუმეტეს 650 ლარის ოდენობით.

2. მერია დააფინანსებს მემორანდუმით გათვალისწინებულ მომსახურების სახეებს. დაფინანსებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს მემორანდუმის ვადას.

3. განცხადება დაფინანსების თაობაზე განიხილება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა საგარანტიო წერილი.

4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად.

5. მომსახურების შესრულებისას ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში (მომსახურების საბოლოოდ დასრულებამდე), შპს „ფენიქს ცენტრი“ მერიას წარუდგენს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მომზადდება ბრძანების პროექტი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

6. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ჯანმრთელობის ცნობა გაცემული შპს „ფენიქს ცენტრის“ მიერ;

ე) ანგარიშ-ფაქტურა გაცემული შპს „ფენიქს ცენტრის“ მიერ;

ვ) ინფორმაცია მომსახურების დაფინანსების შესახებ.

7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი