„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2022 წლის 17 იანვარი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. 0-65000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.
2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.
3. ბენეფიციარი რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობა განისაზღვროს 50%-ით 2000 ლარამდე, 2000-დან 5000 ლარამდე 40%-ით, 5000 ლარის ზევით სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს 35%-ით. ხოლო, სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 35%-ით.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზედ სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურეობა გაიცეს კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად 60 %-ით.
6. 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეს 100%-ით 3000 ლარამდე.
7. 18 წლამდე ასაკის მოზარდების ფიზიოთერაპია და ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეს 50%-ით 5000 ლარამდე.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია);
ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არარსებობის, ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
თ) მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
კ) ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;
მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სააფთიაქო და სამედიცინო და მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებულ იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.
სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.“.
|