„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2021 წლის 23 დეკემბერი დაბა ადიგენი |
ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა
1. 0-65000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.
2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.
3. ბენეფიციარი რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სამედიცინო მომსახურეობა 2000 ლარამდე განისაზღვროს 50%-ით, 2000-დან 5000 ლარამდე 40%-ით, 5000 ლარის ზევით დაფინანსება მოხდეს 35%-ით, ხოლო, სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 45%-ით.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა;
5. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი, მასზედ სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურეობა გაიცეს 60%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერადად.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი.
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.
3. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
4. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.
5. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.“.
|