პროცესის
პრინციპები
და
შეზღუდვები

1. კონცესიონერის შერჩევა ხორციელდება კანონისა და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, ხოლო კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურები ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში ვრცელდება აგრეთვე ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორის შერჩევაზე, მათ შორის, არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის დროს, თუ აღნიშნული ვერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შერჩევის პროცესის ეტაპზე დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შეყვანილია შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში ან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისას არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ სუბიექტის მონაწილეობა შერჩევის პროცესში, რომლის დირექტორს, პარტნიორს, საბოლოო ბენეფიციარს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელ პირთან. ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს, თუ პირებს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, კანონისა და ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით.

4. შერჩევის პროცესი მოიცავს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ეტაპებს.

5. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 30 პროცენტს ან ნაკლებ წილებს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში, როგორც კერძო პარტნიორმა.

6. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო(ებ)ის წილობრივი მონაწილეობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორში არ უნდა აღემატებოდეს წილების 30%-ს კუმულატიურად და ამასთან ასეთი მონაწილეობა შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რისკის პროფილთან და მისი საპროგნოზო უკუგება კაპიტალსა და ვალზე შესადარისია კერძო ინვესტორისა და მსესხებლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მსგავსი პროექტებისა თუ ინსტრუმენტებისთვის.

7. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო(ები), რომელიც/რომლებიც მონაწილეობს/მონაწილეობენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში უნდა განიხილებოდეს/განიხილებოდნენ, როგორც კერძო პარტნიორ(ებ)ი და არ ჰქონდეს/ჰქონდეთ უპირატესი წვდომა ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან შერჩევის პროცესის სხვა მონაწილეებთან შედარებით.

8. ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს მთავრობის თანხმობით ან/და გადაწყვეტილებით, უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შერჩევის პროცესი, რის შესახებაც ეცნობებათ შერჩევის პროცესის შესაბამის ეტაპზე მყოფ მონაწილეებს და გამოქვეყნდება იმავე საშუალებით, როგორც გამოცხადდა შერჩევის პროცეს