უზრუნველყოფის
გარანტია
1. შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების წარსადგენად მიწვევის შესახებ დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენის ეტაპზე წარსადგენი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახეს, ოდენობას, ფორმას, ვადასა და მის ძირითად პირობებს.
2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის აღსრულება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის პროცესის მონაწილე:
ა) გაიხმობს ან შეცვლის წინადადებას, წინადადებათა წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) უარს იტყვის უფლებამოსილ ორგანოსთან მოლაპარაკებებზე;
გ) უარს იტყვის, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებაზე, მას შემდეგ, რაც მისი წინადადება მოწონებული იქნება დადგენილი წესით;
დ) უარს იტყვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენაზე, მას შემდეგ რაც მისი წინადადება მოწონებული იქნება დადგენილი წესით, ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ შეასრულებს ნებისმიერ სხვა პირობას, რომელიც დადგენილი იყო წინადადების წარდგენის შესახებ მიწვევით;
ე) ვერ დააკმაყოფილებს ნებისმიერ სხვა პირობას, რომელიც გათვალისწინებული იყო მონაწილის წინადადების წარდგენაზე მიწვევის ან/და გამარჯვებულად გამოვლენის დოკუმენტში წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის გამოხმობის საფუძვლა