1. უფლებამოსილი ორგანო, არაუადრეს 5 დღისა მოიწვევს შერჩევის პროცესის მონაწილეებს, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ შერჩევის პროცესის მონაწილეს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად.

2. მოლაპარაკებები არ შეეხება იმ საკითხებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც წინადადებათა წარმოდგენის თაობაზე მიწვევის დოკუმენტაციის თანახმად, არ ექვემდებარებოდა მოლაპარაკებას, ასევე წინადადების თაობაზე მიწვევის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ძირითად/მთავარ ასპექტებს.

3. შესარჩევი კომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში და ხელშეკრულების საბოლოო, შეთანხმებული (მოლაპარაკებული) პირობები უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად, კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის დასკვნას ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს აღნიშნული ხელშეკრულების პირობების წარდგენას საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად.

5. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების პირობების მოწონებასა და მის გაფორმებაზე, ან უბრუნებს საკითხს უფლებამოსილ ორგანოს ხელშეკრულების პროექტში დამატებითი ცვლილებების შეტანის, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნით გათვალისწინებული საკითხების/შენიშვნების ასახვის მიზნით.

6. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ შერჩევის პროცესის მონაწილესთან/მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ შერჩევის პროცესის მონაწილესთან მოლაპარაკების შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების გაფორმება, იგი წყვეტს მასთან მოლაპარაკებას. უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებაზე მოიწვევს შემდგომი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს და გამართავს მასთან მოლაპარაკებას შეთანხმების მიღწევამდე ან უარს იტყვის ყველა დანარჩენ განაცხადზე. უფლებამოსილი ორგანო არ განაახლებს მოლაპარაკებას იმ მონაწილესთან, რომელთანაც მოლაპარაკების პროცესი შეწყვიტა ამ მუხლის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მოკლე სიით განსაზღვრულ შერჩევის პროცესის მონაწილეებთან მოლაპარაკებები აწარმოოს პარალელურ რეჟიმში. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ წერილობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოკლე სიით განსაზღვრულ შერჩევის პროცესში მონაწილეებს.

7. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მონაწილის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნას/ატვირთვას ელექტრონულ სისტემაში (ასეთის შექმნის შემდგომ) გამარჯვებული მონაწილისათვის და განთავსებას საკუთარ და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. აღნიშნული შეტყობინება მოიცავს კერძო პარტნიორის დასახელებასა და ხელშეკრულების ძირითად პირობებს.

8. სააგენტო უზრუნველყოფს თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით შერჩევის პროცესსა და გამარჯვებულად გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვას.

9. პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდება უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს ვებგვერდზე, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების პროექტს, ასევე საბოლოო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, დამოუკიდებელ კვლევას/შეფასებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეჯამებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით დაცული საიდუმლო ინფორმაციის