პროექტები

1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. შესაძლო ფისკალური რისკების შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან სააგენტო უფლებამოსილია, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვონ ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების განხორციელება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სააგენტოსთან კონსულტაციით, უნდა განხორციელდეს გამარტივებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შემუშავების ფორმა და წესი სააგენტოს მიერ შესაძლოა განისაზღვროს მეთოდოლოგიურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი.

3. სათანადო შეფასებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორცილებელი ღონისძიებების თაობაზე დასკვნას წარუდგენს სააგენტოსა და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.

4. თუ მცირე პროექტი შეიცავს ფისკალურ რისკებს, მცირე პროექტის განსახორციელებელი ხელშეკრულების პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

5. ენერგეტიკის სექტორში მცირე პროექტის განსახორციელებელი ხელშეკრულების პროექტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

6. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − კანონის მე-18 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტების შესაბამისად, შესარჩევი კომისიის შექმნის ვალდებულების გარეშე.

7. უფლებამოსილი ორგანო, მცირე პროექტებთან დაკავშირებულ შერჩევის პროცედურას ახორციელებს გამარტივებულად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაცვით (მათ შორის, დახურული შერჩევის პროცესის მეშვეობით