1. საჯარო პარტნიორის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ჩართულობით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მონიტორინგის მიზნით, საჯარო პარტნიორი ქმნის პროექტის მონიტორინგის ჯგუფს ან სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს ან აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას აკისრებს არსებულ სტრუქტურულ ერთეულს. აღნიშნული ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა მოიცავს დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე მიმდინარეობის სათანადო კონტროლს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
2. მონიტორინგის ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული და საჯარო პარტნიორის მიერ ხელმოწერილი წლიური ანგარიში პროექტების მიმდინარეობაზე წარედგინება სააგენტოს, რომლის ფორმა და შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მეთოდურ-პრაქტიკულ სახელმძღვანელოში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ანგარიში იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი საჯარო პარტნიორის ოფიციალურ ვებგვერდზ