1. ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან, ასევე მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადებულ მოქმედ მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილების პროექტი  საჯარო პარტნიორის მიერ უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და საქართველოს მთავრობას კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს საჯარო პარტნიორს, რის შემდეგაც, ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან, გააფორმონ ხელშეკრულებაში ცვლილება (გარდა მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).

2. საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარმოედგინება ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცვლილება შეეხება ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს ფისკალურ რისკებს ან ფუნდამენტურ ცვლას/და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილება გავლენას ახდენს პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე 20%-ზე მეტით, ან/და თუ შეთავაზებული ცვლილების ღირებულება აღემატება მცირე პროექტებისთვის განსაზღვრულ ზღვარს;

გ) ხელშეკრულების მხარეა საქართველოს მთავრობა.

3. წარდგენილ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობის თანხმობა უნდა დაეფუძნოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განახლებულ ნაწილს (თუ ცვლილება გავლენას ახდენს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის კომპონენტებზე), რომელშიც ასახული იქნება შეთავაზებული ცვლილებები, იმავე კომპონენტების მიხედვით, როგორც თავდაპირველი კვლევა იქნა განხორციელებული; ასევე ეკონომიკური უპირატესობების ან ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს, მის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პროექტის ცვლილების ზეგავლენას ფინანსურ და ფისკალურ მდგრადობაზე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ცვლილება ეხება ზემოხსენებულ ასპექტებს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, წარადგინოს წინადადებები ხელშეკრულების ცვლილების პროექტის გადამუშავების მიზნით უფლებამოსილ ორგანოსთან იმის შესახებ, განხორციელდეს თუ არა ხელშეკრულების ცვლილების შეტანა არსებული პირობებით თუ გათვალისწინებულ იქნეს სხვა პირობები. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადებასათან ერთად ხელშეკრულების ცვლილების პროექტი წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცვლილების გაფორმებაზე ან უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ცვლილებების შეტანა შეთანხმებულ პირობებში, რათა პროექტში ასახულ იქნეს შესაბამისი საკითხები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული წინადადებებ