1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება კონცესიის თაობაზე ენერგეტიკის სექტორში. საინიციატივო შეთავაზების ასლი უნდა წარედგინოს სააგენტოს კერძო ინიციატორის მიერ.
2. საინიციატივო შეთავაზება ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შეთავაზებული პროექტისა და მისი პოტენციალის წინარე შეფასებისა და მისი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სახით განხორციელების შეფასების საშუალებას იძლეოდეს.
3. საინიციატივო შეთავაზების მიღებისა და მისი წინარე შეფასების შემდგომ დარგობრივი სამინისტრო სააგენტოს ჩართულობით შეისწავლის წარდგენილ შეთავაზებას და დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პროექტი შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შეესაბამება თუ არა სახელმწიფოს ან საზოგადოების საჭიროებებს, საჭიროებების ანალიზის მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფს თუ არა დამატებულ ღირებულებას ან/და ინოვაციას სახელმწიფოს მიერ ინიციირებულ პროექტებთან შედარებით.
4. დარგობრივი სამინისტრო უფლებამოსილია, კერძო ინიციატორს მოსთხოვოს წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დარგობრივმა სამინისტრომ სრულყოფილად შეაფასოს ინიციატორის კვალიფიკაცია და შეთავაზებული პროექტის განხორციელებადობა და ასევე შეაფასოს, რამდენად რეალურია წარდგენილი პროექტის წარმატებით განხორციელება, საჯარო პარტნიორისთვის მისაღები ფორმით.
5. თუ წარდგენილი საინიციატივო შეთავაზება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და დარგობრივი სამინისტროსთვის მისაღებია პროექტი, დარგობრივი სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებულ ღონიძიებებს პროექტის ინიციირების მიზნით.
6. პროექტის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მოსთხოვოს ინიციატორს, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების, ასევე სხვა შემთხვევაში, თავისი ხარჯით მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კვლევები. განხორციელებული კვლევები წარედგინება დარგობრივ სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამზადებელი ეტაპით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენას. აღნიშნულ შეფასებებს ასევე უნდა დაერთოს დარგობრივი სამინისტროს დასკვნა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ წესის მე-16 მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულიი უნდა იქნეს ინიციატივის წარმოდგენიდან 120 დღის ვადაში.
7. საინიციატივო შეთავაზების წარდგენამდე, კერძო ინიციატორი უფლებამოსილია, განიხილოს ან გაცვალოს ინფორმაცია პოტენციური პროექტის სპეციფიკასთან დაკავშირებით შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს პროექტის მოდიფიცირება.
8. შეთავაზებული პროექტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად შეფასების მიზნით, დარგობრივი სამინისტრო, სააგენტოს ჩართულობით, უფლებამოსილია, დაიქირაოს კონსულტანტები, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების განხორციელებისთვის, ან კერძო ინიციატორის მიერ წარდგენილი შეფასების შესწავლისათვის და შერჩევის პროცესში დახმარების უზრუნველსაყოფად.
9. კერძო ინიციატორი, მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს კონცესიის ძირითადი პირობების თაობაზე შეთანხმების პროექტს. კერძო ინიციატორი ასევე წარადგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომლებიც გაღებულ იქნა ან გაღებულიი უნდა იქნეს პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადების შემოტანამდე (შიდა საინჟინრო, სამართლებრივი და ფინანსური ხარჯების გარდა).
10. საინიციატივო შეთავაზების უარყოფა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით.
11. საინიციატივო შეთავაზების უარყოფა შესაძლებელია:
ა) თუ იგი დაკავშირებულია ისეთ პროექტთან, რომლის ფარგლებში შერჩევის პროცესი უკვე დაწყებული ან/და გამოცხადებულია;
ბ) თუ არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
გ) თუ პროექტი სათანადოდ ვერ დააკმაყოფილებს განხორციელებადობისა და ფინანსური კუთხით ანალიზის შეფასებას;
დ) თუ პროექტი არ არის ფინანსურად ხელმისაწვდომი ან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, საჯარო პარტნიორის შესაბამისი თანამონაწილეობის კუთხით, მის მიერ ფინანსების ან გარანტიების უზრუნველყოფის ან მის მიერ ასაღები სხვა ვალდებულებების გამო, ან თუ შეთავაზებული ძირითადი პირობების შეთანხმების პროექტი არ არის სათანადოდ დაბალანსებული და ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაცემული აქვს უარყოფითი დასკვნა პროექტთან დაკავშირებით, პროექტი არ არის მოწონებული საქართველოს მთავრობის მიერ.
12. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება მოწონებული და დარგობრივი სამინისტრო გადაწყვეტს ინიციირებული პროექტის განხორციელებას, იგი უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის დაწყებას შერჩევის ეტაპების გათვალისწინებით ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.
13. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შერჩევის პროცესი წარიმართება დახურული შერჩევის პროცედურით და მასზე არ გავრცელდება 3 კანდიდატის შერჩევის მოთხოვნა. პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იქნეს მიღწეული კონკურენტული შერჩევის პირობების ანალოგიური შედეგი.
14. იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის პროცესი გამოცხადებულია კერძო ინიციატორის მიერ წარდგენილი საინიციატივო განაცხადის შედეგად, შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპზე უნდა მიეთითოს, რომ აღნიშნული შერჩევის პროცესი ტარდება საინიციატივო შეთავაზების საფუძველზე.
15. კერძო ინიციატორს შესაძლებელია მიეცეს უპირატესობა, რომელიც განსაზღვრულიი უნდა იქნეს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში და რომლის თანახმადაც, თუ შერჩევის პროცესის შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან აფილირებული პირი, გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც მან საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით გასწია. ამ ხარჯების ოდენობა საჯარო გახდება შერჩევის პროცესის ეტაპზე. იგი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეთა მიერ წარსადგენი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა