საჯარო
და
კერძო
თანამშრომლობა
1. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში დასაფუძნებელ ან დაფუძნებულ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება კონცესიონერის ან კონტრაქტორის შერჩევისათვის განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
2. კანონით განსაზღვრული დებულებები, რომლებიც ეხება კონცესიონერს ან კონტრაქტორს, ვრცელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაზე იმ ურთიერთობების დროს, როდესაც იგი არის კონცესიონერი ან კონტრაქტორი.
3. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში სკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებში, კერძო პარტნიორის მიერ უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულიი უნდა იქნეს საჯარო პარტნიორის წილის მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც შესაძებელია ფლობდეს საჯარო პარტნიორი, იმ პირობით, რომ საჯარო პარტნიორის მონაწილეობა არ იქნება 50%-ზე მეტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული წარმოადგენს შერჩევის პროცესის ერთ-ერთ კრიტერიუმს ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორთა შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობას. ხელშეკრულება და პარტნიორთა შორის შეთანხმება წარმოადგენს პროექტის დოკუმენტაციის არსებით და განუყოფელ ნაწილებს.
4. პარტნიორთა შეთანხმება უნდა შეიცავდეს თითოეული მხარის უფლება-მოვალეობათა აღწერას ხელშეკრულების შესრულებისას, კერძო პარტნიორის მმართველობით ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაშ