1. პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიში, რომელიც მზადდება კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, საჯარო პარტნიორის მიერ წარედგინება სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფენ წარდგენილი ანგარიშის ანალიზს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს, კერძოდ:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს სააგენტოს საჯარო პარტნიორების გაერთიანებულ შეფასებებს, რეკომენდაციებთან ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება;
ბ) სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებას რეკომენდაციებთან ერთად იმის თაობაზე, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესებ