ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;

გ) კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, საქართველოში სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;

გ) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

3. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან/და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენ