2. სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.).

3. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრამდე. საკითხის განხილვის შეჩერების შემთხვევაში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე საქმისწარმოება წყდებ