1. ნაწილობრივ დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელზე მთლიანად, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერება. ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი არ არის გაშვებული ან გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ საქონელს რაიმე სახის ცვლილება არ განუცდია.

3. თუ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნისათვის საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულა