1. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეისწავლოს დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები;

ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;

გ) დაათვალიეროს საქონელი;

დ) აიღოს სინჯი ან/და ნიმუშის ანალიზისათვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.

2. საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები