1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება. ცვლილება არ შეიძლება ეხებოდეს საქონლის სახეობას, რომელიც თავდაპირველად არ იყო დეკლარირებული ამ დეკლარაციით.
2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არ შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილება:
ა) თუ საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;
ბ) მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
გ) საქონლის გაშვების შემდეგ.
3. საქონლის გაშვების შემდეგ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მისცეს დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, თუ დეკლარანტი ასრულებს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
4. საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილება შევიდეს საბაჟო ორგანოს ინიციატივით საქონლის გაშვებამდე თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობ