1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს, საბაჟო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს რეგისტრირებული, თუ ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარდგენილია საბაჟო ორგანოსათვის.

2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობ