1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ დაკმაყოფილდა რომელიმე შემდეგი პირობა:

ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდება, რომ საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში;

ბ) თუ განსაკუთრებული გარემოებების შედეგად გაუმართლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება.

2. თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ, დეკლარანტის განცხადება საბაჟო დეკლარაციის ბათილობასთან დაკავშირებით არ მიიღება საქონლის შესწავლის დასრულებამდე.

3. დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა საქონლის გაშვების შემდგომ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით