1. საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია პირის მიერ საქონლის მოქცევა საბაჟო პროცედურაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც სრულად არ შეიცავს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს, ან დეკლარაციას სრულად არ ახლავს იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგულარულად წარდგენა შესაძლებელია საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისა