1. მიიჩნევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საქონელი არის საქართველოს საქონელი, ვიდრე არ დადგინდება მისი, როგორც უცხოური საქონლის სტატუსი.

2. ცალკეული შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, ხორციელდება საქონლისათვის საქართველოს საქონლის სტატუსის დადასტურება.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მთლიანად მიღებულ საქონელს არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ ის მიღებულია დროებით შენახული საქონლისაგან ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, საქონლის დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისაგან.

4. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის მინიჭების, დადასტურების და შემოწმების წესი, ასევე ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საქონელი არ მიიჩნევა საქართველოს საქონლის სტატუსის მქონე საქონლად, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები