1. უცხოური საქონელი მისი საბაჟო ორგანოში წარდგენისთანავე უნდა იქნეს დროებით შენახული.
2. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის დროებით შენახვისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს.
3. დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ან თუ ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად.
4. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს ამ კოდექსის 73-ე მუხლი პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის მომენტისა.
5. საქონლის დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არარსებობს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან როდესაც ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან იყო მოქცეული საბაჟო პროცედურაში და ჯერ არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
6. საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით:
ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსათვის დამატებით წარდგენილია დროებითი შენახვის დეკლარაციისათვის აუცილებელი მონაცემები;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი, თუ ის შეიცავს საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის მითითებას საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე
7. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
8. საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციის შემოწმება ხორციელდება ამ კოდექსის 96-ე – მე-100 მუხლების შესაბამისად.
9. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიზნით, ან
ბ) ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის მიზნით, თუ შესრულებულია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
10. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია არ მოითხოვება, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვადისა, საქონლის სტატუსი ამ კოდექსის შესაბამისად განისაზღვრა როგორც საქართველოს საქონელი.
11. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოს მიერ ან უნდა იყოს მისთვის ხელმისაწვდომი, რათა შემოწმდეს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი მოექცა თუ არა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდა თუ არა მისი რეექსპორტი ამ კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მიზნისათვის, როდესაც ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონელი წარედგინება დანიშნულების ადგილზე, ტრანზიტის ოპერაციისათვის წარდგენილი მონაცემები შესაძლებელია ჩაითვალოს დროებითი შენახვის დეკლარაციად, თუ ეს მონაცემები შეიცავს დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსებისათვის აუცილებელ ინფორმაცია