1. საქონელი უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. ამასთანვე, საბაჟო ორგანოს თანხმობა არ მოითხოვება გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მთლიანი საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარემოების შესახებ.
2. საბაჟო ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების ან მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნი