1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც შემოდის საქართველოს საბაჟოს ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანოს უნდა შეატყობინოს სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესახებ მისი შემოსვლისთანავე. როდესაც ინფორმაცია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოსათვის, მან შესაძლოა არ მოითხოვოს აღნიშნული შეტყობინება.
2. საბაჟო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია პორტის ან აეროპორტის შესაბამისი სისტემის ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალების გამოყენება სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესატყობინებლად.
3. ამ მუხლით დადგენილი შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები