1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:
ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;
ბ) საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი;
გ) საქონელი, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.
3. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდველის მიერ. მიუხედავად გადამზიდველის ვალდებულებებისა, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს იმპორტიორის, ტვირთის მიმღების ან სხვა პირის მიერ, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდველი, ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია წარდგენა ან რომელმაც უკვე წარადგინა მოცემული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში.
4. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისათვის.
5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების მიღება შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისაგან, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მის გაცემაზე სათანადო უფლება.
6. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.
7. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შესაძლებელია შეტყობინების წარდგენა, თუ საბაჟო ორგანოს აქვს წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას.
8. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობის და უსაფრთხოების მიზნისათვის რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
9. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც საბაჟო ორგანოს ზოგადი დეკლარაცია არ წარედგინება, ასევე სხვა პირებისაგან დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემების მოთხოვნის წესი, შემთხვევები და ამ პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები