1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მისცეს უკვე წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება.

2. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვა;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს.

3. თუ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ შემოიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის შემდეგ.

4. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები