1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა დაყოვნების გარეშე უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს საქონელი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანასთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, განიხილება როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი.
4. სასაზღვრო ზონაში, მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, ასევე მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში, თუ საბაჟო ზედამხედველობას და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესები.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილდება გაჩერების გარეშ