1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, უნდა მისცეს უკვე წარდგენილი საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება. ცვლილება არ შეიძლება ეხებოდეს საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად არ იყო დეკლარირებული.

2. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

3. თუ საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ წარედგინა საბაჟო ორგანოს, მან ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ.

4. საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი, ასევე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები