1. დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.

2. ამ კოდექსის 70-ე მუხლი მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მისი უცვლელი მდგომარეობის შენარჩუნებას გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად.

3. დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის მფლობელი ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ან მასთან შეთანხმებული სხვა ადგილის მფლობელი პასუხისმგებელია:

ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან;

ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

4. თუ შეუძლებელია საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომებ