1. დროებით შენახული უცხოური საქონელი უნდა მოექცეს საბაჟო პროცედურაში ან მოხდეს მისი რეექსპორტი 30 დღეში.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა, აგრეთვე გაზარდოს ეს ვადა 60 დღით.

3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.

4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით შეიძლება საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს დროებით არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.

5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ვადები არაუმეტეს 180 დღი