1. პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება) მოქმედების შედეგად, ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოების და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.

2. თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საჰაერო ან საზღვაო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები, სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოების შესახებ.

3. საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში ან მის მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვ