1. საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოსაქცევად დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით.

2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცია წარდგენილ იქნეს მონაცემების დამუშავების ელექტრონული საშუალებისაგან განსხვავებული საშუალებით.

3. ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, რეგისტრაციის, დეკლარაციის თანხმლებ დოკუმენტზე საბაჟო ორგანოს დაშვების, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების და მისი გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები