1. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება.

2. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის ყველა თანმხლები დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან და, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსათვის დეკლარაციის წარდგენის მომენტში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი თანმხლები დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ამას მოითხოვს ან როდესაც ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსაგან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია შექმნას თანმხლები დოკუმენტ