1. ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო დეკლარაცია შესაძლებელია წარადგინოს პირმა, რომელსაც შეუძლია საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენა და ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხორციელდება საქონლის დეკლარირება. ამასთანვე, საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია წარმოშობს კონკრეტული პირის ცალკეულ ვალდებულებას.

2. დეკლარანტი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიუხედავად, საქართველოში დაფუძნების ვალდებულება არ მოეთხოვება:

ა) პირს, რომელიც წარადგენს ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის დეკლარაციას;

ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მომიჯნავე ქვეყნის ტერიტორიაზე დაფუძნებულ პირს, თუ იგი საქონელს წარადგენს უშუალოდ ამ ტერიტორიებს შორის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, იმ პირობით, რომ ანალოგიური შეღავათით, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით სარგებლობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირ