სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისათვის
1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისათვის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და ამ სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა მოითხოვს იმპორტის გადასახადის ოდენობასთან შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებს და ძალისხმევას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს ან/და შეზღუდვებს ან აქციზით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლისათვის.
3. ამ მუხლით დადგენილი საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები