1. პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია მისცეს მას საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ პირი უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაცემებზე საბაჟო ორგანოს ხელმისაწვდომობას.
2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან.
3. პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში საქონელი მიიჩნევა გაშვებულად დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) დეკლარანტი არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი საბაჟო გამარტივებისათვის;
ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობიდან და მისი შემოტანის/გატანის მაღალი სიხშირიდან გამომდინარე;
გ) საბაჟო ორგანოს აქვს წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება შეზღუდვებს და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიუხედავად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს საქონლის წარდგენა.
5. პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დაიშვება საქონლის გაშვება, დადგენილი უნდა იყოს ავტორიზაციით.
6. დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე ავტორიზაციის გაცემის პირობები და დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები