1. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ან 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს დამატებითი საბაჟო დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი საბაჟო პროცედურისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს.

2. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ყველა თანმხლები დოკუმენტი უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან და, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

3. დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება:

ა) თუ საქონელი მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

4. საბაჟო ორგანოს შეუძლია არ მოითხოვოს დამატებითი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ოდენობა და ღირებულება ნაკლებია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე;

ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია უკვე შეიცავს საბაჟო პროცედურებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას;

გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი არ არის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით.

5. ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ან 94-ე მუხლის შესაბამისად დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და დამატებითი საბაჟო დეკლარაცია ჩაითვლება ერთიან, განუყოფელ დოკუმენტად, რომელსაც იურიდიული ძალა ენიჭება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის თარიღიდან ან დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის აღრიცხვის თარიღიდა