1. პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხორციელდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა ინფორმაციის გაცვლის და შენახვის სხვა საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით ან როდესაც მონაცემების დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება არ არის შესაფერისი შესაბამის საბაჟო ფორმალობასთან;

ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. საბაჟო რისკის იდენტიფიცირების და მასზე რეაგირების მიზნით საბაჟო ორგანოს და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს საბაჟო ორგანოს დაშვებას დეკლარანტის კომპიუტერულ სისტემაზე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაცია განეკუთვნება საბაჟო საიდუმლოებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

6. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მატერიალური (წერილობითი) ფორმით, გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი.

7. მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნები, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების, ინფორმაციის გაცვლის და შენახვის სხვა საშუალება და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები