1. საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარმოადგენს საბაჟო საიდუმლოებას.
2. პირის შესახებ საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3. საბაჟო ორგანო და მესამე პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე მიიღო საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ვალდებულია დაიცვას ამ ინფორმაციის საიდუმლოება.
4. საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა