1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით ან საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული პირი.
3. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.
4. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
5. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
6. საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენელი) არის ნებისმიერი პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ პირის ურთიერთობისას ასრულებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს და ფორმალობებს;
7. საბაჟო წარმომადგენელი შეიძლება იყოს:
ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით;
ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.
8. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი, რაც სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურებთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.
9. საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას ირიბი წარმომადგენელი ასრულებს დავალების მიმცემი პირის ყველა ვალდებულებას და მას ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა დავალების მიმცემ პირ