1. პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს განცხადებით მიმართავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საბაჟო ორგანო დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა უნდა შეამოწმოს შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისათვის დადგენილი პირობები და თუ ეს პირობები შესრულებულია, ამავე ვადაში აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე,3. საბაჟო ორგანომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღისა.
4. როდესაც საბაჟო ორგანო ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, მან განმცხადებელს უნდა შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ამავე ვადის ამოწურვამდე, მიზეზების და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს შეუძლია გაზარდოს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ უკვე წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნით. განმცხადებელმა, საბაჟო ორგანოს უნდა აცნობოს კორექტირების შესახებ დეტალები და კორექტირებისათვის საჭირო დროის პერიოდი.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის განმცხადებლისათვის მისი ჩაბარების დღიდან. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან ამავე გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან, გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
8. საბაჟო ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს/გააცნოს განმცხადებელს ისეთი გადაწყვეტილების შინაარსი და დასაბუთება, თუ ამ გადაწყვეტილებამ მიღების შემთხვევაში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს განმცხადებელზე. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საბაჟო ორგანოს წარუდგინოს არგუმენტაცია დადგენილ ვადაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, რის შესახებაც დადგენილი წესით აცნობებს განმცხადებელს .
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილი არ ვრცელდება:
ა) ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ) თუ ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის ან მცენარეთა სიჯანსაღის, გარემოს ან მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვა;
გ) თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზანია სხვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა;
დ) თუ შესაძლებელია ზიანი მიადგეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ინტერესებს;
ე) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.
10. გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე უნდა იყოს დასაბუთებული და მიუთითებდეს ამ კოდექსის დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებაზ