1. პირის მიმართვის საფუძველზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს არ გასცეს ინფორმაცია, თუ მოთხოვნა არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის რეალურ ოპერაციებს.

3. საბაჟო ორგანომ უნდა შეინარჩუნოს მუდმივი დიალოგის საშუალებები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირებთან, აგრეთვე უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის/საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საჭირო შესაბამისი განცხადების ფორმების ხელმისაწვდომობა გადასახდელის გადახდის გარეშე.

4. საბაჟო ორგანოს უფროსს უფლება აქვს გამოსცეს მითითება/ინსტრუქცია საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის ნორმის გამოყენების შესახებ, რომლის შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვი