1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას პირის წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ ის მოქმედებს სხვა პირის დავალებით და მიუთითოს აღნიშნული წარმომადგენლობა პირდაპირია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი მოქმედებს თავისი სახელით, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს როგორც წარმომადგენელი ან აცხადებს, რომ მოქმედებს როგორც წარმომადგენელი შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს ახორციელებს რეგულარულად, საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოითხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს წარუდგინოს ეს დოკუმენტი.

4. საბაჟო ორგანოში უფლებამოსილების დადასტურების, უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება არ არის სავალდებულო განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები