ძალადაკარგულად გამოცხადება
1. გარდა ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა აღმჭურველი საბაჟო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში უნდა შევიდეს ცვლილება:
ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება;
ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.
2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს აღმჭურველი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას.
3. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების თაობაზე.
4. აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებით ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის დებულებები. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების ძალაში შესვლისათვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს ერთი წლისა. აღნიშნული ვადა უნდა მიეთითოს ძალადაკარგულად გამოცხადების ან ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში.
5. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები